პოლიპროპილენის საფარი
პოლიპროპილენის საფარი იწყობა ფირფიტებისგან, რომელთა ზომა 30x30 სმ-ია, ხოლო სიმაღლე 13,3მმ. აწყობისას გამოიყენება გამაფართოებელი ზოლები, (ფირფიტები) და კიდეების გადამსვლელები. აწყობის შემდეგ მოედანი იხაზება უამინდობისადმი მდგრადი საღებავით.
პოლიპროპილენის საფარი იდეალურია როგორც ღია მოედნებისთვის, ასევე დახურული დარბაზებისთვის. არის მზის სხივებისადმი და ნალექებისადმი (წვიმა, თოვლი) მდგრადი, ადვილია მოსავლელად და ასაწყობად. შეიძლება იყოს წითელი, ლურჯი, მწვანე, ყვითელი და ნაცრისფერი. ჩოგბურთისა და მულტიფუნქციონალური ზედაპირები ერთმანეთისგან განსხვავდება ფაქტურით.
პოლიპროპილენის იატაკზე კომფორტულია კალათბურთის, ფუტზალის, ჩოგბურთის, ხელბურთისა და ბადმინტონის თამაში.
პოლიპროპილენის გამოყენების სფერო მრავალფეროვანია. გააჩნია სპორტის სხვადასხვა ფედერაციების სერტიფიკატები, შეესაბამება ხარისხისა და გარემოს დაცვის სტანდარტებს.
შეუცვლელია გამოფენების და სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობისას.
|