ელექტრონული ტაბლოები და შუქის დიოდის ეკრანები

ელექტრონული ტაბლოები და შუქის დიოდის ეკრანები 

ელექტრონული ტაბლოები

ელექტროტაბლოების ზომები, მის პანელებზე გამოტანილი ინფორმაცია (ანგარიში, დრო, საათი, ჯარიმები, გუნდების დასახელება, ტაიმები და ა. შ.) დამოკიდებულია სპორტის ფედერაციების მოთხოვნებზე, სპორტული ნაგებობების ნაირსახეობისა და ამა თუ იმ შეჯიბრების დონეზე.

უნივერსალური (მრავალფუნქციური) ელექტროტაბლო განკუთვნილია სპორტის სხვადასხვა სახეობებისათვის.

ელექტროტაბლოებში გამოიყენება შუქის დიოდები - LED.

ტაბლო კაბელითაა დაკავშირებული სამართავ პულტთან. შესაძლებელია დისტანციური მართვაც.

ეკრანები (LED)

შუქის დიოდის ეკრანები განკუთვნილია დახურული დარბაზებისა და ღია სპორტული ნაგებობებისათვის. ის უზრუნველყოფს მაყურებლებისათვის სრული ინფორმაციის მიწოდებას. დისპლეიზე შესაძლებელია პირდაპირი გადაცემა, სუბტიტრების დაწერა, გრაფიკული და ანიმაციური გრაფიკული გამოსახულებების გამოტანა-გამეორება. ეკრანი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ტაბლო.

თანამედროვე შუქის დიოდები რომლებიც გამოიყენება დისპლეიში, უზრუნველყოფს სიმკვეთრეს, ფერების გაჯერებას და გამოსახულების მაღალ ხარისხს.