გარე ტრენაჟორები

გარე ტრენაჟორები

 

გარეთ გამოსაყენებელი ტრენაჟორები განკუთვნილია დასვენების ზონებში, პარკებში და ეზოებში დასამონტაჟებლად.

ტრენაჟორები მზადდება ფოლადის მილებისა და ვანდალიზმისადმი გამძლე პლასტმასისგან. ფოლადის მილები დაფარულია მზის გამოსხივებისა და უამინდობისადმი მდგრადი საღებავის ფენით.

სხვადასდხვა კონსტრუქციის ტრენაჟორები უზრუნველყოფს ხელების, ზურგის, ფეხებისა და მუცლის კუნთების ვარჯიშს.

ველოტრენაჟორი, კომპლექსური ტრენაჟორი, ორფუნქციური, სანიჩბოსნო, სასიარულო და სხვა ტიპის ტრენაჟორები სრულად პასუხობენ მოვარჯიშეების მოთხოვნებს.

სპეციალური ტრენაჟორები განკუთვნილია უნარშეზღუდული ადამიანებისათვის.

გარე გამოყენების ტრენაჟორებს გააჩნიათ ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა და უსაფრთხოა მოხმარებისას.