ტრიბუნები

ტრიბუნები

მაღალი ხარისხის სკამები ტრიბუნებისათვის მზადდება გამძლე პლასტმასისგან და წარმოებისას სკამის კონსტრუქცია გათვლილია ვანდალიზმის წინააღმდეგ.

გარეთ დასამონტაჟებელი სკამები უნდა იყოს მზის სხივებისადმი და უამინდობისადმი მდგრადი. რაც აუცილებელი არ არის დარბაზებში დასამონტაჟებელი სკამებისათვის.

ტრიბუნის კონსტრუქცია ხშირ შემთხვევაში მზადდება გალვანიზებული ფოლადისგან. ტრიბუნების სავალი ნაწილის სპეციალური იატაკი, ღობე ტრიბუნის პერიმეტრზე, სტანდარტული ზომის საფეხურები და მოსახერხებელი სკამები, კომფორტს უქმნის მაყურებელს.

ტელესკოპური (ტრანსფორმირებული) ტრიბუნები მოსახერხებელია იმ დარბაზებში, სადაც არის აუცილებლობა მაყურებელთა რაოდენობის გაზრდის და საერთო ფართობის ეკონომიურად გამოყენების. ასეთი ტრიბუნები იკავებს მცირე ფართობს, მათი გაშლა ხორციელდება მექანიკურად ან ელექტრონულად.

თანამედროვე ტრიბუნები, კონსტრუქციებით, ნებისმიერი ფერის სტაციონარული, თუ დასაკეცი სკამებით სხვადასხვა სპორტული ნაგებობის დიზაინის განუყოფელი ნაწილია.